გიზო მამაგეიშვილი რამდენიმე კვირა იუქმებს

0
3

გიზო მამაგეიშვილი გრაცის „შტურმს“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება, რის შესახებ ავსტრიული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
23 წლის ნახევარმცველმა ტერფის ტრავმა საქართველოს ეროვნული ნაკრების როგებში ბელფასტში ჩრ.ირლანდიასთან 0:0 დასრულებული მატჩის მეორე ტაიმში მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს მიიღო და შეცვალეს.
„შტურმის“ სპორტული დირექტორის მიხაელ პარენსენის თქმით, ტრავმის მიუხედავად გიზოს საერთო ფიზიკური ვარჯიშების მნიშვნელოვანი მოცულობის ჩატარება შეუძლია და ეიმედებათ, რომ მოედანზე მალე დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ „შტურმს“ წვივის კუნთის ტრავმის გამო კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა, რომელიც ასევე ბელფასტში დაშავდა.
ლაშა თაბაგარი