მამუკელაშვილმა “საკრამენტოს” 19 ქულა ჩაუგდო

0
2

სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ რიგებში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ნბა-ს წინასასეზონო მატჩში „ლეიკერსმა“ საკუთარ არენაზე „საკრამენტო კინგსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 114:110 დაამარცხა მეტოქე.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოედანზე გატარებულ 21 წუთში 19 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდროს ტყორცნები თითქმის უშეცდომო გახლდათ — 4-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ხოლოს პერიმეტრიდან 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
შეხვედრის საუკეთესო მექულე მისი თანაგუნდელი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 25 წუთში 23 ქულა მოაგროვა.
„ლეიკერსი“ მორიგ საგამოფენო შეხვედრას 14 ოქტომბერს გამართავს, სადაც „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდება.