ხოსელუს ახალი კლუბი კატარში

0
4

ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი ხოსელუ კარიერას „ალ-საილიაში“ განაგრძობს, რის შესახებ კატარული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
36 წლის ხოსელუ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კატარის „ალ-გარაფაში“ გამოდიოდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 58 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე, ის „სელტაში“, „რეალში“, „ჰოფენჰაიმში“, „აინტრახტში“, „ჰანოვერში“, „სტოკ სიტიში“, „დეპორტივოში“, „ნიუკასლში“, „ალავესში“ და „ესპანიოლში“ გამოდიოდა.
მან „რეალთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი მოიგო. ხოსელუმ ესპანეთის ნაკრებში 2023-2024 წლებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა – 2023 წელს ერთა ლიგა მოიგო, ხოლო 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი.
ლაშა თაბაგარი