დარმიანი კარიერას „ბოლონიაში“ განაგრძობს

0
2

მატეო დარმიანი კარიერას „ბოლონიაში“ განაგრძობს. იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
„ბოლონიამდე“ დარმიანი „მილანში“, „პადოვაში“, „პალერმოში“, „ტორინოში“,  „მანჩესტერ იუნაიტედში“, „პარმაში“ და მილანის „ინტერში“ გამოდიოდა.
მან მანჩესტერელებთან ერთად ინგლისის ასოციაციის თასი და ევროპა ლიგა მოიგო. „ინტერის“ შემადგენლობაში 36 წლის ფეხბურთელმა 3-ჯერ იტალიის სერია A, 3-ჯერ იტალიის თასი და 3-ჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო. დარმიამ,ა 2014-2024 წლებში იტალიის ეროვნულ გუნდში გამართულ 46 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი