19-წლამდელები ლატვიელებს მეორე სპარინგშიც დაუზავდნენ

0
2

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლატვიელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
მატჩის 36-ე წუთზე ლატვიელებიდან ანგარიში გომინსმა გახსნა. 57-ე წუთზე ჩვენი გუნდიდან საპასუხო ბურთი ნიკოლოზ ბარიხაშვილ-შეყლაშვილმა გაიტანა. ეს უკანასკნელი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გააძევეს, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
ამ გუნდებს შორის 2 ოქტომბერს შემდგარი პირველი სპარინგი 2:2 დამთავრდა. ზურა ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება. შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B ლიგაში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც ჩვენი გუნდი – ბოსნია და ჰერცეგოვინას, დანიას და სან მარინოს დაუპირისპირდება.
შესარჩევი – B ლიგა | მე-2 ჯგუფი
11 ნოემბერი – დანია V საქართველო | ენციო კონტი, დოგანა – სან მარინო
14 ნოემბერი – ბოსნია-ჰერცეგოვინა V საქართველო | ენციო კონტი, დოგანა – სან მარინო
17 ნოემბერი – სან მარინო V საქართველო | ენციო კონტი, დოგანა – სან მარინო

ლაშა თაბაგარი