19-წლამდელების ფრე ლატვიასთან

0
0

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ზურა ხიზანიშვილი წვრთნის ლატვიელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა 2:2 დაასრულა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული მატჩის მე-9 წუთზე სანდრო მიქაუტაძის გადაცემით ანგარიში მათე შათირიშვილმა გახსნა. 21-ე წუთზე ჩვენი გუნდიდან პენალტი ნიკოლოზ-ბარიხაშვილმა გამოიყენა.
25-ე წუთზე ერთი ბურთი მიკელის მენიკსმა გაქვითა, ხოლო 73-ე წუთზე ლუკა კუპრავამ ავტოგოლი მიითვალა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეორე ამხანაგურ იმავე არენაზე 5 ოქტომბერს ჩაატარებს.
ხიზანიშვილს გაწვრთნილი გუნდი, მოახლოებული შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება. შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები B ლიგაში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც – ბოსნია ჰერცეგოვინას, დანიას და სან მარინოს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი