კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციის შემდეგ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრე და ნაკრების საწვრთნელის ბანაკის დატოვება გადავწყვიტე.
თავის დროზე ყველა პორტუგალიელს სიმართლეს ვეტყვი ჩემი წასვლის შესახებ ეროვნული ნაკრებიდან, რომლის ერთგული ყოველთვის ვიყავი. ახლა დადგა დრო წარმატება ვუსურვო პორტუგალიას და ყველა ჩემს თანაგუნდელს გამონაკლისის გარეშე“ – იუწყება რონალდუს ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან გამოდიოდა და 234 მატჩში 146 გოლი გაიტანა – ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე ამდენჯერ მეტოქის კარი არავის აუღია. მან პორტუგალიელთა შემადგენლობაში 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე ორჯერ ერთა ლიგა მოიგო – 2019 და 2025 წელს.
ლაშა თაბაგარი





