საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ყველაზე ნახევარფინალისტი გაირკვა. 1/4-ფინალის გადადებულ შეხვედრაში გია ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი“ სტუმრად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე „სამტრედიას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
კახა კალაძის სახელობის ტექნიკურ ცენტრში გამართული მატჩის 52-ე წუთზე რუსთაველებიდან ანგარიში ბრაზილიელმა ფორვარდმა ჟან ალმეიდამ გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა.
59-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი კოსტა-რიკელმა ფორვარდმა იულენ კორდეირომ გაიტანა, რომლის დარტყმის მერე „რუსთავის“ მეკარე როლანდ ჯობავა ხელებში დააფიქსირა ბურთი, რომელმაც მთავარი მსაჯის გიორგი ყრუაშვილის აზრით კარის ხაზი გადაკვეთა.
81-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ჟან ალმეიდამ პასი იაპონელ ნახევარმცველ იუტა ნაკანოს გაუკეთა, რომელმაც თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თასის 1/2-ფინალში 27 ოქტომბერს „რუსთავი“ სტუმრად „გაგრას“ დაუპირისპირდება.
28 ოქტომბერს ბათუმის „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





