საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჩვენს ქვეყანას წერილით დაემშვიდობა.
ვილი სანიოლი:”ძვირფასო საქართველო, გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.
მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაცაც ვერასოდეს დავივიწყებ.
თუმცა, ყველაზე ღრმად ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.
არა მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, არამედ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება. მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ. მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით”.
ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა თანამდებობიდან დღეს დაითხოვეს. გუშინ, ჩვენი გუნდი ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში B ლიგის მე-2 ჯგუფის პირველ მატჩში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩრ.ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





