მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელად ალექსანდერ ბლესინი დანიშნესა. 53 წლის გერმანელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა. მან ოიგენ პოლანსკი შეცვალა, რომელიც 13 სექტემბერს დაითხოვეს, რადგან გუნდმა სეზონის სტარტზე პირველ ბუნდესლიგაში ზედიზედ სამი თამაში წააგო. პოლანსკის წასვლის მერე, „ბორუსიას“ მეოთხედაც დამარცხდა და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ბლესინი 2024-2026 წლებში „ზანკტ-პაულის“ წვრთნიდა, რომელიც გასულ სეზონში ბუნდესლიგიდან გავარდა. მანამდე, ის „ჯენოას“, „ოსტენდეს“ და ბერინის „უნიონს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





