საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეორე ვარჯიში გამართა. ტრავმის გამო 21-წლამდელთა შეკრებას ლუკა წულუკიძე გამოაკლდა. მის ნაცვლად გუნდს მეოთხე დებიუტანტი, თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი ჰალიდ დოლტმურიზევი შეუერთდა.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი), ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი).
26 სექტემბერი – საქართველო V საბერძნეთი | მიხეილ მესხი | 19:00
1 ოქტომბერი – ჩრ. ირლანდია V საქართველო | შოუგრაუნდსი – ბალიმენა | 20:00
6 ოქტომბერი – გერმანია V საქართველო | შიუკო არენა – ბილეფელდი | 22:45
ლაშა თაბაგარი





