21-წლამდელების პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით

0
1

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. ახალგაზრდულ ნაკრებს, ქუთაისის ტორპედოს და 21-წლამდე ნაკრების მცველი – ლუკა ლაცაბიძეც შეუერთდა.
ალექსანდრე ნარიმანიძე: „ჯერ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, ალბათ, ხვალ სრული შემადგენლობით ვიქნებით. ძალიან კარგი მეტოქეები გვყავს, ყველა ფეხბურთელისთვის ეს კარგი გამოცდილება იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საბერძნეთთან კარგად თამაში, რადგან ბოლო საშინაო მატჩია. შემდეგ, მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადებით. ვთხოვ, ხალხს, რომ მოვიდნენ თამაშზე და იმედია, ერთად ყველაფერს შევძლებთ“.
ვახტანგ სალია: „ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ბოლო 1-2 წელი, რადგან არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე დროა, ხალხს ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო. რამდენიმე თვეა დავბრუნდი, რამდენიმე მატჩიც ვითამაშე, ვფიქრობ, ფორმაში შევდივარ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბერძნეთი დავამარცხოთ და კარგად ვითამაშოთ“.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა),  გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი).
26 სექტემბერი – საქართველო V საბერძნეთი | მიხეილ მესხი | 19:00
1 ოქტომბერი – ჩრ. ირლანდია V საქართველო | შოუგრაუნდსი – ბალიმენა | 20:00
6 ოქტომბერი – გერმანია V საქართველო | შიუკო არენა – ბილეფელდი | 22:45
ლაშა თაბაგარი