ანზორ მექვაბიშვილმა „ჩიკაგო ფაიერის“ მაისურით MLS-ში პირველი მატჩი ჩაატარა. მორიგ ტურში ჩიკაგოელები სტუმრად „ნეშვილთან“ 0:3 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 33-ე წუთზე მასპინძლები სურიჯმა დააწინაურა, ხოლო 78-ე წუთზე ჩიკაგოელთა კარი ესპინოზამ აიღო. 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიში მუხტარმა დააფიქსირა. ჩიკაგოლეები რომელთა კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკია, 39 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.
მექვაბიშვილი „ჩიკაგო ფაიერში“ ზაფხულში კრაიოვას „უნივერსიტატიადან“ გადავიდა. „უნივერსიტატიაში“ 2023-2024 წლების სეზონიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 119 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, პლუს 11 საგოლე პასი გააკეთა.
მან გასულ სეზონში კრაიოველთა მაისურით რუმინეთის ჩემპიონატი და რუმინეთის თასი, ხოლო მიმდინარეში სუპერთასი მოიგო.
„კრაკოვიამ“, რომელის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთის ექსტრაკლასაში სტუმრად „კატოვიცესთან“ 2:3 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველი ამჯერად სასტარტოში არ იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. „კრაკოვია“ 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში „ნიუკასლმა“ შინ „ჰალი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძლების სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი ვახტანგ სალია.
ლაშა თაბაგარი





