ტედესკო „ბოლონიაში“ პალადინომ შეცვალა

0
1

დომენიკო ტედესკო „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. მის ნაცვლად გუნდს რაფაელე პალადინო გაუძღვება, რომელმაც კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
41 წლის ტედესკო „ბოლონიას“ 2026 წლის 10 ივნისიდან ხელმძღვანელობდა. ბოლონიელებმა იტალიის სერია A-ს სასტარტო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღეს და მე-16 ადგილზე არიან. 8 სექტემბერს მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცი მისცეს, რადგან მე-3 ტურში „სასუოლოსთან“ (2:2) მატჩში მსაჯს სიტყვიეი შეურაცხყოფა მიაყენა.
ტედესკო „ბოლონიას“ გარდა, გერმანიის აუე-ს, „შალკეს“, მოსკოვის „სპარტაკს“, „ლაიფციგს“, ბელგიის ნაკრებს და სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი