ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა ერთა ლიგის B ლიგის მე-2 ჯგუფში 25 სექტემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მან შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ბეილ პიკოკ-ფარელი (ბლექპული, ინგლისი), კონორ ჰაზარდი (უიკომბი, ინგლისი), პირს ჩარლზი (ქუინზ პარკი, ინგლისი).
მცველები: დანიელ ბალარდი (სანდერლენდი, ინგლისი), ტრეი ჰიუმი (სანდერლენდი, ინგლისი), კიარონ ბრაუნი (ოქსფორდი, ინგლისი), ბროდი სპენსერი (ოქსფორდი, ინგლისი), პედი მაკნეირი (ჰალი, ინგლისი), რუაირი მაკონვილი (ნორვიჩი, ინგლისი), ტრეი დევლინი (პორტსმუთი, ინგლისი), ტომ ეტჩერსონი (ბლექბერნი, ინგლისი), ეოაიან ტოლი (ბოლტონი, ინგლისი), მაიკლ ფორბსი (დანდი იუნაიტედი, შოტლანდია).
ნახევარმცველები : ეთან გალბრაიტი (სტოკი, ინგლისი), ჯასტინ დევენი (სტოკი, ინგლისი), შეი ჩარლზი (ფულჰემი, ინგლისი), აიზეკ პრაისი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), პოლ სმიტი (ქუინზ პარკი, ინგლისი), ჯორდან ტომპსონი (პრესტონი, ინგლისი), ჯეიმი მაკდონელი (ოქსფორდი, ინგლისი), პატრიკ კელი (ბარნსლი, ინგლისი), კირან მორისონი (შეფილდ უენსდეი, ინგლისი).
თავდამსხმელები – ჯოშ მაგენისი (სტივენეიჯი, ინგლისი), დაიონ ჩარლზი (ბლექპული, ინგლისი), კალუმ მარშალი (ლუთონი, ინგლისი), ჯეიმი დონლი (ლუთონი, ინგლისი), ბრეიდენ გრემი (ევერტონი, ინგლისი), სიდეჩ ო’ნილი (არსენალი).
ლაშა თაბაგარი





