„შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგა ქულით დაიწყო – აზაროვს არ უთამაშია

0
1

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პირველი შეხვედრა სტუმრად ნიდერლანდების პსვ-სთან ჩაატარა და ქულა აიღო – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე უკრაინული გუნდიდან ანგარიში ვენესუელელმა ფორვარდმა მენდოსამ გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში საპასუხო ბურთი დესტმა გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგაში ლონდონში „სტემბორდ ბრიჯზე“ ათენის აეკ-თან ჩაატარებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში დონეცკელები მიმდინარე სეზონში საშინაო შეხვედრებს ინგლისის დედაქალაქში ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი