საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის თავკაცობით ჩეხებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა.
მატჩის მე-2 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა დროზდმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა. 28-ე წუთზე ირაკლი თოდუამ საქართველოს ნაკრების კიდევ უფრო წინ გაიყვანა.
29-ე წუთზე კნობლოხმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 37-ე წუთზე ჩვენი გუნდის კარი ზაპოტოცკიმ აიღო. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში ჩეხებმა 3:2 მოიგეს.
ჩეხეთის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების დასკვნითი ეტაპი იყო.
საქართველოს ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები იტალიის და კოსოვოს ნაკრებები იქნებიან. ავთანდილ ასათიანის გუნდი 14 ოქტომბერს კოსოვოს შინ უმასპინძლებს, ხოლო 20 ოქტომბერს იტალიას სტუმრად დაუპირისპირდება.
ძირითადი რაუნდის მატჩები 2026 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2027 წლის მარტში დასრულდება. ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას ელიტ რაუნდში მოსახვედრად.
ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტ რაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გავა, ხოლო დამატებითი საგზურებისთვის საუკეთესო მეორეადგილოსნები ელიტ რაუნდის პლეი-ოფში იბრძოლებენ.
ლაშა თაბაგარი





