ჩაკვეტაძე განაცხადში პირველად მოხვდა – „უდინეზემ“ „ლაციოსთან“ წააგო

0
0

გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეში“ გადასვლის შემდეგ, გუნდის განაცხადში იტალიის სერია A-ს მატჩში პირველად მოხვდა. მე-3 ტურში უდინელებმა რომის „ლაციო“ მიიღეს და 1:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები შვედმა კაპიტანმა კალსტრიომმა დააწუნაურა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ფეხებს შორის გაუტარა.
74-ე წუთზე „უდინეზეს“ საჯარიმოში მარცხნიდან შესული ძაკანი მცველს გაცდა და პასი ფრატეზის მისცა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. 85-ე წუთზე ძაკანიმ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 88-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა დოეხიმ მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში პასი გუდმიდსონს გაუკეთა, რომელმაც თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.
„უდინეზე“ 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე უდინელებს ზაფხულში ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდიდან“ შეუერთდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი