„დილამ“ „გაგრასთან“ ერთადერთი გოლით მოიგო

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბერძენი დიამადის ვავალისის გაწვრთნილმა გორის „დილამ“ „გაგრა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 72-ე წუთზე გორელებმა კუთხური ჩააწოდეს და გაგრელი ფეხბურთელის მოგერიებული ბურთი განელმა ბლანქსონ ანოფმა დაახლოებით 25 მეტრიდან შეუჩერებლად დაარტყა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
„დილა“ 33 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა, ხოლო სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის თავკაცობით „გაგრამ“ 27 ქულა დააგროვა და მერვეა.
ლაშა თაბაგარი