კვარაცხელია „მონაკოსთან“ საუკეთესოდ დაასახელეს

0
2

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი საგოლე პასი შეასრულა. მე-3 ტურში მოქმედი ჩემპიონი პარიზელები შინ „მონაკოსთან“ 2:3 დამარცხდნენ, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანი 63-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის დასაწყისში სტუმართა კართან ახლსო მდგომმა ხვიჩამ მარცხენა მახვილი კუთხიდან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. 31-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა კვარაცხელიამ პასი მარკინიოსს გაუკეთა, რომელმაც ბურთი მკერდით ბურთი კარში შეაგდო და ანგარიში გახსნა. 35-ე წუთზე ქართველმა გარემარბმა დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და „მონაკო“ კიდევ ერთი გოლის გაშვებას მეკარემ გადაარჩინა.
58-ე წუთზე სტუმრებიდან საპასუხო ბურთი ნაზინიომ გაიტანა. 72-ე წუთზე „მონაკო“ იდუმბომ დააწინაურა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. კვარაცხელია ლიგა 1-ის ექსპერტებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ პსჟ-მ სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი თამაში ვერ მოიგო. მაშინ, პარიზელებმა სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ახლა კი, ორჯერ ყაიმი ითამაშეს და ერთხელ დამარცხდნენ.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული 2 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი