„კიოლნი“, რომელსაც ლუკა ლოჩოშვილი ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში პირველად დამარცხდა – მე-2 ტურში სტუმრად „შტუტგარტთან“ 1:4. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
მატჩის 39-ე წუთზე ანგარიში ელ ჰანუსიმ გახსნა, რომელიც კიოლნელთან ნახევარზე ოთხ მეტოქეს გაექცა, მათ შორის ლოჩოშვილის ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და ზუსტად დაარტყა. მე-60 წუთზე მასპინძლების უპირატესობა პრომელმა გაზარდა. 75-ე წუთზე „შტუტგარტიდან“ თავი დემიროვიჩმა გამოიჩინა. 81-ე წუთზე ბულტერმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 90-ე წუთზე ვაგნომანმა სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა. „კიოლნი“ 3 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე “იფსვიჩს” 2:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სტუმართა თადარიგში იყო. “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და 5 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





