ხარებაშვილის დებიუტი თურქეთის სუპერლიგაში

0
2

„ბაშაქშეჰირის“ შემადგენლობაში საბა ხარებაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. თურქეთის სუპერლიგის მე-4 ტურში „ბაშაქშეჰირი“ შინ მოქმედ ჩემპიონი „გალათასარაისთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-16 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ოსიმენმა გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე შომუროდოვმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. 71-ე წუთზე „გალათასარაი“ ტორეირამ დააწინაურა. 75-ე წუთზე ხარებაშვილმა თავისი ნახევრიდან დაიწყო მასპინძლების შეტევა და რამდენიმე სვლიანი კომბინაცია საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა საბამ მახვილი კუთხიდან ვარდნაში დარტყმით დაასრულა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. მან 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 18 წლის ხარებაშვილი „ბაშაქშეჰირს“ ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.
76-ე წუთზე დავინსონ სანჩესის ავტოგოლის შემდეგ, ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე „ბაშაქშეჰირს“ უხეშობისთვის თავდამსხმელი ბოზოკი გაუძევეს. 90-ე წუთზე „გალადან“ გამარჯვების გოლი გაბრიელ სარამ გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე მსაჯმა წითელი ბარათი მასპინძლების მთავარ მწვრთნელ ნური შაჰინს აჩვენა. „ბაშაქშეჰირი“ 4 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი