გოჩოლეიშვილი „კადისში“ ტაბატაძის თანაგუნდელი გახდა

0
2

გიორგი გოჩოლეიშვილი 2026-2027 წლების სეზონში ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „კადისში“ ითამაშებს, სადაც დონეცკის “შახტარმა”გაანათხოვრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გასული სეზონი იჯარით „ჰამბურგში“ გაატარა. მან გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
გოჩოლეიშვილი „შახტარში“ 2023 წელს თბილისის „იბერიადან“ (მაშინდელი „საბურთალო“) გადავიდა და უკრაინის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. ის 2024-2025 წლების სეზონში იჯარით „კოპენჰაგენში“ თამაშობდა, რომლის რიგებში დანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ “კადისში” “იბერიას” ექსფორვარდი იური ტაბატაძე გამოდის, რომელიც გუნდს შარშანს შეუერთდა და ამჟამად ტრავმის მორჩენის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.
ლაშა თაბაგარი