ანდრეი დემჩენკო: „ისტორიის კიდევ ერთხელ გადაწერა შეგვიძლია“

0
3

თბილისის „იბერიას“ უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ევროპა ლიგის პლეი-ოფში დღეს სტუმრად პოლონეთის „იაგელონიასთან“ გასამართ მატჩამდე განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს ისტორიიის კიდევ ერთხელ გადაწერა შეუძლიათ.
ანდრეი დემჩენკო: „ძალიან რთულ მეტოქეს ვხდებით და ამიტომ, ძალიან მძიმე  მატჩი გველოდება. მინდა ვთქვა, რომ ეს რაუნდი ორი თამაშისგან შედგება და ამიტომ, პირველი შეხვედრის შემდეგ, საშინაო დაპირისპირება გველოდება. გუნდი ძალიან სერიოზულადაა განწყობილი. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ისტორიის კიდევ ერთხელ გადაწერა შეგვიძლია. უფრო ძლიერები შეგვიძლია გავხდეთ და ამას ყოველ დღე ვარჯიშზე ვხედავ – როგორც ემზადებიან ფეხბურთელები და გუნდი უმატებს.
პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ვნერვიულობთ. ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და გამოჩნდება რა გამოგვივა. შეგვიძლია კიდევ უფრო უკეთესი ისტორიის შექმნა და მომავალი თამაშისთვის საბრძოლო განწყობა გვაქვს – არაფრის გვეშინია. სტრესი აღარ გვაქვს, რადგან ამოცანა მინიმუმი შევასრულეთ. ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ 22 წლის განმავლობაშ ისტორიაში შესვლა შეგვეძლო და ეს მინიმალური ამოცანა შევასრულეთ. ახლა ამოცანა მაქსიმუმი დაგვრჩა – რაც შესაძლოა შორს წავიდეთ. ბიჭები თამაშიდან თამაშამდე უმატებენ. ქუთაისში წაგებულმა მატჩმაც  კი, გარკვეული თავდაჯერება მოგვცა. ბიჭები ძალით აღსავსე არიან და სურთ მეტოქეს ბრძოლა გაუმართონ.
15 რიცხვში ვითამაშეთ და ახლა თამაში 20 რიცხვში გვაქვს. ევროპაში გუნდები უფრო მოკლე ინტერვალით თამაშობენ – სამ ან ოთხ დღეში ერთხელ. ხუთი დღეს ძალია აღსადგენად საკმარისია და ბიჭები მზად არიან“.
პოლონელებთან დაპირისპირებამდე კომენტარი „იბერიას“ ნახევარმცველმა ნიკოლოზ დადიანმაც გააკეთა:
„ძალიან რთული თამაში გველოდება. „იაგელონია“ ბევრად ძლიერი გუნდია ვიდრე „ლარნე“. თან გასვლაზე ვთამაშობთ და ძალიან მაგარი „ფანები“ ჰყავთ და მაგარი ატმოსფერო იქნება. თუმცა, ჩვენი პლუსები და სათამაშო სტილი გვაქვს. იმ ფაქტმა რომ კონფერენს ლიგაში გავედით სტრესი მოგვიხსნა და ბევრად თავისუფლად ვითამაშებთ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ძლიერი გუნდია. მაღალ პრესინგით და პირველ ნომრად თამაშს ვაპირებთ, რაც იმედია გამოგვივა“.
„იაგელონიასა“ და „იბერიას“ შორის მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი