მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა 2025-2026 წლების სეზონის მიხედვით „ოქროს ბურთი“ მიიღო, რომელიც ევროპული საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს ყოველ წელს გადაეცემა. დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს მიუნხენური გრანდის მუზეუმში შედგა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 36 გოლი გაიტანა.
33 წლის კეინმა ეს ჯილდო კარიერაში მეორედ მიიღო. პირველად ის „ოქროს ბურთის“ მფლობელი 2024 წელს გახდა. კეინი ფეხბურთის ისტორიაში მე-10 ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბუცი“ მეორედ მოიგო. ამ მხრივ რეკორდი არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის ეკუთვნის, რომელიც „ბარსელონაში“ ასპარეზობისას პრესტიჟულ ჯილდოს ექვსჯერ დაეუფლა.
კეინი „ბაიერნში“ 2023 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 147 მატჩში 146 გოლი გაიტანა. მან გერმანიის ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო თასი და სუპერთასი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





