„ბარსელონას“ გიორგი მიქაუტაძის შეძენა სურს, რის შესახებ El Chiringuito TV იუწყება. ესპანური გრანდის ხელმძღვანელები „ვილიარეალის“ წარმომადგენელბს საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდის თაობაზე ესაუბრნენ.
„ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ არგენტინელი ფორვარდის ხულიან ალვარესის ვერშეძენის შემდეგ, თავდასხმის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად მიქაუტაძეს განიხილავს.
25 წლის ქართველს თავდამსხმელს 70 მილიონ ევროდ აფასებს. გასული სეზონის წინ, „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ მიქაუტაძეს „ლიონიდან“ კლუბისთვის სარეკორდო თანხად 35 მილიონ ევროდ შეიძინა. გიორგიმ „ვილიარეალში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირში 44-ჯერ ითამაშა და 16 გოლი გაიტანა, პლუს 6 საგოლე პასი გააკეთა. მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონის სტარტზე 2 შეხვედრაში 1 ბურთი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





