ზივზივაძემ „ბაიერნთან“ წაგებულ მატჩში შეცვლაზე ითამაშა

0
0

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ჰაიდენჰაიმმა“, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, ამხანაგური მატჩი შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარა და 2:4 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის მე-5 წუთზე მასპინძლები ვაგნერმა დააწინაურა, ხოლო ოც წუთში ჩავესმა ანგარიში გაათანაბრა. 44-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმი“ წინ ნიჰიუსმა გაიყვანა. 47-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა პენალტიდან თანაფარდობა აღადგინა.
78-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ კარი ლუის დიასმა აიღო, 83-ე წუთზე კი საბოლოო წერტილი ბრაუნმა დასვა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზივზივაძემ პირველ ბუნდესლიგაში „ბაიერნთან“ ორი გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი