„კრემონეზე“, რომელშიც დაჩი ლორთქიფანიძე გამოდის, იტალიის თასის 1/16-ფინალში ითამაშებს. 1/32-ფინალში კრემონელებმა შინ გენუას „სამპდორია“ 2:0 დაამარცხეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობში არ იყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 23-ე წუთზე მასპინძლები სტაკლერმა დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე საბოლოოდ ანგარიში ბერტიმ დააფიქსირა.
21 წლის ლორთქიფანიძემ გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში ერთხელ ითამაშა, ხოლო იანვარში სერია B-ს ბინადარ „კარარეზეში“ გაანათხოვრეს, სადაც 3 შეხვედრაში მოედანზე შეცვლაზე შევიდა. ცნობისთვის, კრემონელები 2025-2026 წლების სეზონში იტალიური ფეხბურთის ელიტიდან გავარდნენ.
ლაშა თაბაგარი





