ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი შეაფასა.
„ძალიან ამაყი ვარ ჩატარებული სეზონით. „ოქროს ბურთი“ ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე დიდი ჯილდოა, რომელიც შესაძლოა მიიღო. ის ჩემს ხელთ არაა. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემიძლია თუ ჩემს ასპარეზობაზე ვისაუბრებთ. ცხადია, ამ პრიზის მიღება საუცხოო იქნებოდა, მაგრამ შედეგების გამოცხადებამდე 2-3 თვეა დარჩენილი.
ახლა ჩემთვის მთავარია, რომ კონცენტრირებული ახალ სეზონზე ვიყო. ჩვენ დიდი ამბიცია და მიზანი გვაქვს. კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელიწადი მაკავშირებს და ახლა დროა ამაზე ვისაუბროთ. ამ საკითხს ერთი ან ორი კვირის მერე განვიხილავთ. ორივე მხარე ძალიან მშვიდად ვართ“ – იუწყება კეინის ნათქვამს გერმანული მედია.
33 წლის კეინმა გასულ სეზონში კლუბსა და ნაკრებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 65 მატჩში 73 გოლი გაიტანა. პლუს 8 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





