გუგეშაშვილის დებიუტი თურქეთის სუპერლიგაში

0
2

ლუკა გუგეშაშვილმა „გიოზთეფეს“ შემადგენლობაში თურქეთის სუპერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.
პირველ ტურში „გიოზთეფე“ სტუმრად „სამსუნსფორს“ დაუზავდა (3:3), ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე შეუცვლელად ითამაშა. მართალია, „გიოზთეფემ“ სამი გოლი გაუშვა, მაგრამ გუგეშაშვილს ვერცერთში დაადანაშაულებ.
„გიოზთეფემ“ პირველი ტაიმი 1:2 წააგო, ხოლო შესვენების მერე მასპინძლები ორჯერ დაამწუხრა და 90-ე წუთამდე 3:2 იგებდა, მაგრამ „სამსუნსფორმა“ ქულა მაინც გადაარჩინა.
ცნობისთვის, „გიოზთეფემ“ გუგეშაშვილი ბერძნული პაოკ-იდან ერთწლიანი იჯარით აიყვანა.
ლაშა თაბაგარი