მამარდაშვილმა „კომოსთან“ შეუცვლელად ითამაშა

0
2

„ლივერპულმა“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ინგლისის პრემიერლიგის სტარტამდე ბოლო ამხანაგური მატჩი იტალიის „კომოსთან“ ჩაატარა. გუნდებმა ორჯერ ისპარინგეს – პირველ ჯერზე ორი 35-წუთიანი ტაიმი ითამაშეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე პირველიდან ბოლო წუთამდე მოედანზე იყო. მეორედ კი, უკვე განსხვავებული შემადგენლობებით 90 წუთი იასპარეზეს და “ლივერპულმა” 2:0 გაიმარჯვა. ამჯერად, კარს ბრაზილიელი ალისონი იცავდა, რომელიც დიდი ალბათობით 2026-2027 წლების სეზონშიც პირველი მეკარე იქნება.
„ლივერპულმა“ მამარდაშვილი „ვალენსიადან“ 2024 წელს 35 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმა.
2025-2026 წლების სეზონში მამარდაშვილმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 20 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა – სამ შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა.
ლაშა თაბაგარი