წიტაიშვილი „რაიო ვალეკანოში“ ითამაშებს

0
1

გიორგი წიტაიშვილი კარიერას მადრიდის „რაიო ვალეკანოში“ განაგრძობს, რის შესახებ ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ესპანეთის ლა ლიგის ბინადართან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
25 წლის წიტაიშვილმა გასულ სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ის კარიერის განმავლობაში ასევე კიევის „დინამოში“, პოლტავის „ვორსკლაში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, პოლონეთის „ვისლაში“ და „ლეხში“, ბათუმის „დინამოში“ და „გრანადაში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი