მიქაუტაძემ „კომოს თასი“ მოიგო

0
4

„ვილიარეალი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, კომოს თასზე „კომოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში აჯობა.
მატჩი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და გუნდებმა მოედანზე მხოლოდ 45 წუთი დაჰყვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრის 27-ე წუთზე იტალიური გუნდიდან ანგარიში ლიბერალიმ გახსნა, ხოლო ესპანელებიდან საპასუხო ბურთი 30-ე წუთზე მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ მოლეირომ გაიტანა.
გამაჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „ვილიარელმა“ 3:2 მოიგო და გადამწყვეტი ბურთი მიქაუტაძემ შეაგდო.
ლაშა თაბაგარი