ცოტნე ბერელიძემ „სამგურალი“ დატოვა და კარიერას ჩეხეთში განაგრძობს, რის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება. 20 წლის ნახევარმცველმა კონტრაქტი ჩეხეთის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე „უსტი ნად ლაბემთან“ გააფორმა.
ბრელიძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მან „დინამოს“ პირველ გუნდში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 41 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი „სამგურალში“ დაიწყო, სადაც 11-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





