თბილისის „იბერიას“ სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეყტაპზე ცნობილია. თუ უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ბრატისლაავს „სლოვანის“ ბარიერს დაძლევს, მაშინ შვედეთის „მიალბიუსა“ და გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მე-3 ეტაპის პირველი მატჩები 4-5 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 11-12 აგვისტოს.
ორი მატჩის ჯამში „სლოვანთან“ მარცხის შემთხვევაში, „იბერია“ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ და ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნსს“ შორის წაგებულს დაუპირისპირდება. ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 6 აგვისტოს შედგენა, საპასუხო კი – 13 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი





