სტამბოლის „ბეშიქთაში“ ლონდონის „არსენალს“ ლეანდრო ტროსარის ტრანსფერზე შეუთანხმდა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
თურქული კლუბი ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელში 18 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო პლუს 2 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
2025-2026 წლების სეზონში ტროსარმა „არსენალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 50 მატჩსი 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





