დიეგო ფორლანი ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტ იგნასიო ალონსოზე დაყრდნობით იუწყება.
47 წლის ფორლანი ურუგვაელებს 2027 წლის მარტამდე უხელმძღვანელებს. ამასთანავე, ის 20-წლამდელთა ნაკრებს უთავკაცებს.
მან არგენტინელი მარსელო ბიელსა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ურუგვაის ჯგუფიდან ვერგასვლის შემდეგ დატოვა.
ფორლანი ურუგვაის ნაკრებში 2002-2015 წლამდე თამაშობდა. მან 112 მატჩში 36 გოლი გაიტანა. ის 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფორლანი კარიერის დასრულების შემდეგ საკლუბო დონეზე „პენიაროლს“ და „ატენასს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





