ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ისევ სლავენ ბილიჩი გაწვრთნის, რის შესახებ talkSPORT იუწყება.
57 წლის სპეციალისტმა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი დეტალები შეათანახმა და ოფიციალურად უახლოეს პერიოდში წარადგენენ. მან ზლატკო დალიჩი შეცვალა, რომელიც ხორვატებს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა და მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიასთან 2:3 მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა.
დალიჩის თავკაცობით ხორვატები 2018 წელს რუსეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, სადაც ფრანგებთან დამარცხდნენ, ხოლო 2022 წელს კატარის მუნდიალზე მე-3 ადგილზე გავიდნენ. 2023 წელს ხორვატიამ უეფას ერთა ლიგის ფინალი წააგო.
ბილიჩი ხორვატებს უკვე ავარჯიშებდა 2006-2012 წლებში. ის ბოლო საუდის არაბეთის „ალ-ფატეჰს“ წვრთნიდა 2003-2024 წლების სეზონშ. გარდა ამისა, კარიერის მანძილზე სპლიტის „ჰაიდუკს“, მოსკოვის „ლოკომოტივს“, სტამბოლის „ბეშიქთაშს“, ლონდონის „ვესტ ჰემს“, „ალ-იტიჰადს“, „ვესტ ბრომვიჩს“, „ბეიჯინგ გოანს“ და „უოტფორდს“ უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი





