„რიგასი“, რომელშიც ლაშა ოდიშარია თამაშობს, უეფას უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის „გლენტორანს“ შეხვდა და 2:1 აჯობა.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მე-80 წუთზე გააფრთხილეს.
მასპინძლები 38-ე წუთზე იბსენ როსიმ დააწინაურა, ხოლო 45-ე წუთზე საპასუხო ბურთი კიგურსმა გაიტანა. 70-ე წუთზე კიგურსმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ლატვიური გუნდი საპასუხო შეხვედრაში „გლენტორათან“ შინ 16 ივლისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





