საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” განაგრძობს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე „ტორპედოს“ ფეხბურთელია. ის „ტორპედოს“ დონეცკის “შახტარიდან” 1-წლიანი იჯარით შეუერთდა.
ლაცაბიძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად მიიჩნევა. კარიერის განმავლობაში იგი თბილისის “დინამოს”, დონეცკის “შახტარის”, ოდესის “ჩერნომორეცისა” და დანიის სუპერლიგის კლუბ “ვეილეში“ თამაშობდა.
ლუკა საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების უცვლელი წევრი იყო და ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. გამოძახებული იყო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც”.
ლაშა თაბაგარი





