მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოჰამედ უაჰბიმ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ერთ-ერთ თანამასპინძელ კანადასთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ განვლილ დაპირისპირებაში გადამწყვეტი მეტოქის მიერ დატოვებული თავისუფალი ზონების გამოყენება გახდა.
„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ასეთი მატჩების ჩატარება ყოველთვის რთილია, რადგან მეტოქეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვიან.
მეორე ტაიმში ძალიან კარგი რეაქცია გვქონდა – ბურთის ართმევაზე უკეთესად ვთამაშობდით და ორთაბრძოლებს ვიგებდით. მინდა ვაღიარო, რომ კანადამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და მაღალ დონეზე ითამაშა.
ჩვენთვის ეს სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმში თავისუფალი ზონები გამოვიყენეთ, რომელიც მეტოქემ დაგვიტოვა. გამარჯვების გასაღები სწორედ ეს აღმოჩნდა“ – იუწყება უაჰბის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის 50-ე წუთზე ანგარიში უნაიმ გახსნა, რომელმაც 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე საბოლოო წერტილი რაჰიმიმ დასვა. მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და 10 ივლისს საქართველოს დროით ღამის 12 საათზე საფრანგეთს შეხვდება. ეს გუნდების ერთმანეთს 2022 წელს კატარის მუნდიალზე 1/2-ფინალში დაუპირისპირდნენ და ფრანგებმა 2:0 გაიმარჯვეს.
ლაშა თაბაგარი





