კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ ლორენსომ მსოფლიო 2016 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში განასთან მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ განვლილ მატჩში მეტოქის მხრიდან განსაკუთრებული პრობლემა არ შექმნიათ.
„მას შემდეგ, რაც რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, დაცვაში ჩვენი თამაში მომეწონა. ვაფასებ იმ ფაქტს, რომ მეტოქემ განსაკუთრებული პრობლემა ვერ შეგვიქმნა, რამდენი ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით.
ხამეს როდრიგესი კარგადაა. მისი შეცვლა ტრავმას არ უკავშირდება. 1/8-ფინალში შვეიცარიასთან რთული მატჩი გველოდება. მეტოქეს მწყობრი სისტემა აქვს და კარგი მოთამაშეები ჰყავს როგორც ნახევარდაცვაში, ასევე შეტევაში. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ“ – იუწყება ლორენსოს ნათქვამს ფიფას ვებგევრდი.
განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე არიასმა გაიტანა. კოლუმბიამ მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფის თამაში მეორედ მოიგო. პირველად, ეს 2014 წელს ბრაზილიაში მოახერხა, როდესაც ურუგვაის 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
გარდა ამისა, კოლუმბიამ მუნდიალებზე გამოსვლის ისტორიაში ზედიზედ სამ თამაშში გოლი პირველად არ გაუშვა.
კოლუმბია 1/8-ფინალში შვეიცარიას შეხვდება. მატჩი 8 ივლისს საქართველოს დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





