ლუის დე ლა ფუენტე: „ამ მოთამაშეებს კიდევ უფრო მეტი და მეტი უნდათ“

0
4

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში ავსტრიასთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტი და მეტი უნდათ.
„დიადი გუნდები თავს მაშნ ავლენენ, როდესაც ეს აუცილებელია. ჩემი აზრით საუცხოო მატჩი ჩავატარეთ. კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა ასპექტში იდეალურები ვიყავით, მაგრამ კიდევ უნდა მოვუმატოთ. ახლა თითოეული შეხვედრა ძალიან რთული იქნება.
1/8-ფინალში მეტოქეები კიდევ უფრო მომთხოვნი არიან. მომატება ყოველთვის შესაძლებელია და ეს ისაა, რასაც გუნდი ითხოვს. ამ მოთამაშეებს კიდევ უფრო მეტი და მეტი უნდათ. ოიარსაბალმა თავისი საფეხბურთო პოტენციალი აჩვენა, ისევე როგორც მისმა პარტნიორებმა. მათ დიდებული მატჩი ჩაატარეს“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის 36-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა კუკურელიამ მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში ოიარსაბალს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. 66-ე წუთზე ბაენას გადაცემის მერე პედრო პორომ თავური დარტყმით ესპანელები კიდევ უფრო დააწინაურა. 89-ე წუთზე კუკურელიამ საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ ოიარსაბალი დატოვა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ცნობისთვის, 1994 წლის შემდეგ, ხორვატიამ მუნდიალის პლეი-ოფში ერთზე მეტი გოლი პირველად გაიტანა. „ფურია როხა“ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.
ესპანელები 1/8-ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. მატჩი 6 ივლისს გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი