ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე „კიოლნში“ განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კიოლნელთა პრესსამსახური იუწყება. გერმანული მედიის ინფორმაციით, „კიოლნმა“ ლოჩოშვილის სანაცვლოდ მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „ნიურნბერგს“ 5,5 მილიონი ევრო გადაუხადა.
28 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „ნიურნბერგის“ შემადგენლობაში მეორე ბუნდესლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ის კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის „დინამოში“, სლოვაკეთის „ჟილინაში“, ავსტრიის „ვოლფსბერგში“, იტალიის „კრემონეზესა“ და „სალერნიტანაში“ გამოდიოდა. „კიოლნი“ ევროპის ტოპ 5 ლიგის მეორე კლუბია, რომელშიც ლუკა ითამაშებს. მან „კრემონეზეს“ მაისურით იტალიის სერია A-ში 25 შეხვედრა გამართა და 1 ბურთი შეაგდო.
ლოჩოშვილი მესამე ქართველია, რომელიც „კიოლნის“ ღირსებას დაიცავს. ამ კლუბის მაისურით პირველად რეზო არველაძემ მოირგო, ხოლო მოგვიანებით კიოლნელთა ღირსებას მისი უმცროსი ძმა არჩილ არველაძე იცავდა.
ლაშა თაბაგარი





