რონალდ კუმანი ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. მან ასეთი ნაბიჯი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში მაროკოსთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გადადგა.
კუმანმა თავის სამწვრთნელო კარიერაში ნიდერლანდებს სათავეში 2023 წელს ჩაუდგა. მანამდე, ის „ნარინჯისფრებს“ 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა.
63 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი საკლუბო დონეზე ნიდერლანდების „ვიტესს“, „აიაქსს“, პსვ-ს, „ალკმაარს“, „ფეინოორდს“, პორტუგალიის „ბენფიკას“, ესპანეთის „ვალენსიას“, ინგლისის „საუთჰემპტონს“ და „ევერტონს, ასევე ესპანეთის „ბარსელონას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





