რომარიო: „კრიშტიანუმ 1000 გოლისკენ სვლა უნდა განაგრძოს“

0
3

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდ რომარიოს მიაჩნია, რომ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა მაანმდე არ უნდა დაასრულოს, ვიდრე 1000 გოლს არ გაიტანს.
„კრიშტიანუმ რაც უზბეკეთთან მატჩში აჩვენა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ახლა კარიერის დასრულების დრო არაა. დარწმუნებული ვარ, რომ მან თავისი მიზნისკენ სვლა უნდა განაგრძოს – 1000 გოლი.
ხალხმა ისეთ კრიშტიანუს უნდა სცეს პატივი როგორიცაა. ასევე უნდა ესმოდეთ, რომ ახლანდელი კრიშტიანუ არ უნდა შევადაროს იმას, როგორიც 28 ან 30 წლის ასაკში იყო.
ცხოვრება ასეა მოწყობილი: ვბერდებით და უფრო გამოცდილები ვხდებით. ასე კრიშტიანუს შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ ის თავად მიხვდები როდის უნდა გაჩერდეს“ – იუწყება RMC Sport მსოფლიო 1994 წლის ჩემპიონის ნათქვამს.
ლაშა თაბაგარი