მონტელა: „ჩვენი ღირსებისთვის ვითამაშეთ“

0
1

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენჩო მონტელამ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის D ჯგუფის მე-3 მატჩში ერთ-ერთი თანამასპინძლის აშშ-სთან 3:2 მოგების მერე განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა თავისი ღირსებისთვის ითამაშეს.
„98-ე წუთზე ქაანის და თითოეული ჩვენგანის სიხარულმა დაადასტურა თუ როგორ ვემზადებოდი მთელი კვირის განმავლობაში. გუნდი ტურნირიდან გავრდნას არ იმსახურებდა. ეს საუცხოო იყო ჩვენი პრეზიდენტისთვის და ფეხბურთელებისთვის.
ჩვენი ღირსებისთვის ვითამაშეთ და გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. გუნდი რომ არ ვიყოთ, რომელმაც იცის რას აკეთებს, განვლილი მატჩს ვერ გარდავტეხდით. საწყის ორ მატჩში იმავე საბრძოლო სულისკვეთება გვქონდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია და ზოგჯერ უბრალოდ არ გამოგდის. ჩვენმა ფეხბურთელებმა ასეთი თავდასხმა არ დაიმსახურეს. დადგა დღე, რომ ისევ ფეხზე დავდგეთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში ტრასტმა გახსნა, ხოლო მე-10 წუთზე საპასუხო ბურთი არდა გიულერმა გაიტანა, რომელმაც კარიერაში მუნდიალზე თავი პირველად გამოიჩინა. გიულერი 21 წლის და 120 დღის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის შემგდები ყველაზე ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელია. მან ემრე ბელეზოღლუს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 21 წლის და 275 დღის ასაკში 2002 წელს თავი კოსტა რიკასთან გამოიჩინა.
31-ე წუთზე თურქები ილმაზმა დააწინაურა. 49-ე წუთზე ამერიკელებიდან ანგარიში ბერჰალტერმა გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე ქაან აიჰანმა თურქებს სამი ქულა მოუტანა.
აშშ-მ 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 1/16-ფინალში 2 ივლისს საქართველოს დროით დილას 4 საათზე ბოსნიას დაუპირისპირდება.
ჯგუფში მეორე ადგილზე ავსტრალია გავიდა, რომელიც პარალელურად გამართულ შეხვედრაში პარაგვაის უგოლო ფრეზე გაეყარა. პარაგვაელებმა 4 ქულით ჯგუფუი ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს, ხოლო თურქეთი 3 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი