ემერსე ფაე: „ჩვენ ეს გავაკეთეთ“

0
1

კოტდივუარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემერსე ფაე მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში გასვლით ძალიან ამაყია. კოტდივუარელებმა  E ჯგუფის მე-3 მატჩში კურასაოს 2:0 აჯობეს და მუნდიალის პლეი-ოფში პირველად მოხვდნენ.
„სიამაყე – ეს პირველი სიტყვაა, რაც გონებაში მომდის. ჩვენ ვიცოდით, რომ ამას გავაკეთებდით და ძალიან რთული იქნებოდა. ჩვენ ეს გავკეთეთ. ყოველივე ამას ემატება, რომ ჯგუფში მეორე ადგილზე გავედით.
ბედნიერები და ამაყები ვართ, მაგრამ წინ ვიხედებით. მომავალი მატჩის წინ კარგად დასვენებას ვაპირებთ. კოტდივუარმა ეს დაიმსახურა და ამ მომენტით უნდა დავტკბეთ“ – იუწყება ფაეს ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი