ეკვადორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სებასტიან ბეკასესემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის მე-3 მატჩში გერმანიასთან 2:1 გამარჯვების შემდეგ, ხაზი გაუსვა თუ რას ნიშნავს პლეი-ოფში გასვლა ეკვადორელი ხალხისთვის.
„საქმე ის არაა თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის, არამედ – ეკვადორელებისთვის. მოთამაშეებმა მათ ეს პლეი-ოფი აჩუქეს. ახლა დატკბნენ და იზეიმონ“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-2 წუთზე გერმანელებიდან ანგარიში ლეროი სანემ გახსნა, ხოლო შვიდ წუთში საპასუხო ბურთი ანგულომ გაიტანა. 77-ე წუთზე გერმანელთა კარი პლატამ აიღო და საბოლოოდ გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ეკვადორის ნაკრები მუნდიალის პლეი-ოფში 2006 წლის შემდეგ პირველად გავიდა. გარდა ამისა, 2014 წლის 20 ივნისის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ეკვადორმა გოლის გაშვების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მოიგო. მანამდე, ეკვადორელები მსგავს ასეთ შეხვედრაში სამჯერ დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი





