გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის მე-3 მატჩში ეკვადორთან 1:2 მარცხის მერე განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელების მხრიდან ადგილი გადამეტებულ იმპროვიზაციას ჰქონდა.
„ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ კარგი სტარტისა და სწრაფი გოლის შემდეგ, უფრო კონცენტრირებული უნდა ვიყოთ – პოზიციაზე ხშირად და ქაოტურად არ უნდა ვცვალოთ. ძალიან ბევრი იმპროვიზაცია იყო.
უბრალოდ, ჩვენ უფრო მომთმენნი უნდა ვიყოთ და მოთამაშეთა განლაგების სტრუქტურა შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, ბურთს ხშირად ვკარგავთ და რაღაც მომენტში ეს პრობლემა ხდება“ – იუწყება ნაგელსმანის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-2 წუთზე გერმანელებიდან ანგარიში ლეროი სანემ გახსნა, ხოლო შვიდ წუთში საპასუხო ბურთი ანგულომ გაიტანა. 77-ე წუთზე გერმანელთა კარი პლატამ აიღო და საბოლოოდ გუნდს სამი ქულა მოუტანა.
გერმანიამ 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიციაზე კოტდივუარი გავიდა, რომელმაც პარალელურად გამართულ შეხვედრაში კურასაოს 2:0 აჯობა და მუნდიალის პლეი-ოფში პირველად ითამაშებს. ეკვადორმა 4 ქულით მესამე ადგილი მოიპოვა და პლეი-ოფში ითამაშებს. კურასაო 1 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.
ლაშა თაბაგარი




